პროდუქტები
სამკურნალო მალამოები #1 და #2 გამოიყენება მუხლის დაზიანებული მენისკის სამ-კურნალოდ.ხმარების წესი: სხვადასხვა სახის პათოლოგიურ კერებს სქლად დაედება მალამო, დაე-ფინება 2-3 ფენა სტერილური მარლა და გადაიხვევა. ნახვევის შეცვლა ხდება დღეგამოშვე-ბით, ზოგიერთ შემთხვევაში ნახვევი შეიძლება შეიცვალოს სამ დღეში ერთხელ, ხოლო იშვიათ შემთხვევაში განგრენულ იარებზე ნახვევი შეიძლება შეიცვალოს ყოველ დღე.
მწვავე ბუასილის შემთხვევაში, #1 მალამოთი გაჟღენთილი სტერილური მარლა უნდა შეიტანოთ უკანა ტანში. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს ერთჯერ ან რამოდენიმეჯერ სრული ანთებითი პროცესის დაცხრობამდე.
ღრძილების ანთების დროს, მალამო გამოიყენება აპლიკაციისათვის 15-20 წუთის გან-მავლობაში. საჭმელი არ უნდა მიიღოთ 1,5-2 სთ-ის განმავლობაში.*
საშვილოსნოს ეროზიის შემთხვევაში, სქლად წასმული #2 მალამოიანი სტერილური ტამპონი იდება პათოლოგიურად დაზიანებულ კერაზე ყოველდღე 5-7 საათის დაყოვნებით, ჩატარებული პროცედურის რაოდენობა დაზიანებული კერის შეხორცებისათვის 10-15-ით განი-საზღვრება.
მუხლის დაზიანებული მენისკის შემთხვევაში მალამოები #1 და #2 (5+5 გრ-ის შერევისას) დაზიანებულ ადგილზე დადების შედეგ, ულტრაფონოფორეზის მეთოდის გამოყე-ნებით ყოვნდება 10-15 წუთის განმავლობაში. პროცედურა მეორდება 12-15-ჯერ, პარალელუ-რად ტარდება ლაზეროთერაპია.
კანის სოკოვანი დაავადების დროს ნიტროფუნგინით ან იოდნარევი სპირტიანი ხსნარით დამუშავების შემდეგ დაზიანებულ არეებზე დაედება მალამო #2, დაეფინება 2 შრე მარლის საფენი და გადაეხვევა ბინტი.
სურდოს დროს ცხვირის ნესტოები შეიზილება მალამოთი დღეში 1-2-ჯერ.
მალამო #1-ის დადების შემთხვევაში ავადმყოფს სწრაფად ეხსნება ტკივილის შეგ-რძნება, რაც განსაკუთრებით აღენიშნებათ განგრენით,** მწვავე ბუასილით, დამწვრობით და ჰერპეს ზოსტერით დაავადებულებს. ამავე დროს მალამო აჩქარებს ნეკროზული ქსოვილების გამოყოფას და რეგენერაციას. იგი ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას.
მალამო #2 ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას, ჭრილობების სწრაფად შეხორცე-ბას და ავადმყოფის გაჯანსაღებას.
ზემოხსენებულ მალამოებს უკუჩვენება არ აქვთ.
შენახვის წესი: მალამო ინახება გრილ ადგილას. შენახვის ვადაა 2 წელი. მალამოე-ბი `უზნაძე-მჭედლიშვილი~ _ #1 და #2 აპრობირებულია და რეგისტრირებულია ჯანმრთე-ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ #ღ-004510, #ღ-004511.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნულ მა-ლამოებზე გაცემულია ლიცენზია ს#00067, 5.06.2002 წ.
საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის მიერ სამკურნალო მალამოებზე `უზნაძე-მჭედლიშვილი~ _ #1 და #2 გაცემულია პატენტი
მწარმოებელი: ,,ბიოფარმი-L” ინდ. საწარმო `დავით მჭედლიშვილი-ჰიპოკრატე~-ს დაკვე-თით.