მალამოს შესახებ

ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილმა 52 წლის მანძილზე იმუშავა სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ და ჰოსპიტალურ კათედრებზე ჯერ ორდინატორად , შემდეგ ასისტენტად და პროფესორად.

1954 წელს აიღო სამედიცინო თემა კიდურების არტერიათა მაობლიტირებელი ენდარტერიტის, შემდგომში განგრენის დაავადებების შესახებ. დაავადება ძლიერი ტკივილებით მიმდინარეობს. ტკივილებს იწვევს იშემიური კიდურის ნეკროზული ქსოვილების ნერვულ რეცეპტორთა ძლიერი გაღიზიანება, ამიტომ დიდი კვლევებისა და დაკვირვების შემდეგ, პრიფესორმა ქეთევან უზნაძემ მიაღწია მიზანს და შექმნა მალამო #1. 1961 წლიდან აღნიშნული მალამო ფართოდ გამოიყენება განგრენული იარების, დამწვრობის (განსაკუთრებით პირველ პერიოდში), ჰერპეს ზოსტერის, მწვავე ბუასილისა და ძლიერი ტკივილებით მიმდინარე ქრონიკულად შეუხორცებელი წყლულების დროს.

ზემოთ აღნიშნული #1 მალამოს ეფექტურობაში დარწმუნებულმა მეცნიერმა გადაწყვიტა, დაემზადებინა მალამო #2. იგი ფრიად ეფექტური სამკურნალო საშუალება აღმოჩნდა ყველა სახის დამწვრობის, წითელი ქარის, ტროფიკული წყლულების, ნაწოლებისა და ყველა სახის ჩირქოვანი ჭრილობების დროს.

აღნიშნული მალამოები 1963-1965 წლებში გამოიცადა სამ ქირურგიულ კლინიკაში, სახელდობრ: სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კლინიკაში (გამგე მეც.დამს. მოღვაწე პროფ. დ.გ. იოსელიანი), სამკ. ფაკ-ის ჰოსპიტ. ქირურგიის კლინიკაში (გამგე მეც.დამს. მოღვაწე პროფ. მ. კომახიძე) და ბავშვთა ქირურგიულ კლინიკაში (გამგე მედ.მეც. დოქტ. პროფ. დ.დ. მურვანიძე). 1965წ. სამივე კლინიკამ დაწერა დადებითი რეცენზიები და ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა ფარმაკოლოგიურმა კომისიამ აკადემიკოს ვ. ასათიანის ხელმძღვანელობით დაამტკიცა მოწოდებული მალამოების დადებითი სამკურნალო თვისებები და ეფექტურობა.

1997 წელს დარეგისტრირდა ინდ. საწარმო ,,ქეთევან უზნაძე-ჰიპოკრატე”, რომლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ ქეთევან უზნაძის ვაჟი დავით მჭედლიშვილი. 2002 წელს დარეგისტრირდა დავით მჭედლიშვილის სახელზე სახელწოდებით ,,დავით მჭედლიშვილი-ჰიპოკრატე”.

1997-2001 წლებში კანდიდატმა დავით მჭედლიშვილმა სამკურნალო მალამოების შემქმნელ დედასთან ერთად ჩაატარა უამრავი კლინიკური კვლევა და აპრობაცია აღნიშნული მალამოებისა. სამკურნალო პრეპარატი- ერთადერთი ორიგინალია, პირველადი და ნამდვილი მალამოა, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს დიდი მეცნიერის გამოგონებათა შორის.

2002,03 და 04 წლებში მალამო ,,უზნაძე-მჭედლიშვილი” #1, #2 და მისი მწარმოებელი ჯილდოვდებიან ოქროს, პლატინისა და ბრილიანტის პრიზებით ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში ,,საუკეთესო ხარისხისათვის მსოფლიოში”. 

მალამოს შესახებ

ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილმა 52 წლის მანძილზე იმუშავა სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ და ჰოსპიტალურ კათედრებზე ჯერ ორდინატორად , შემდეგ ასისტენტად და პროფესორად.

1954 წელს აიღო სამედიცინო თემა კიდურების არტერიათა მაობლიტირებელი ენდარტერიტის, შემდგომში განგრენის დაავადებების შესახებ.

ვრცლად

ვიდეო

სერთიფიკატები